დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები საზეიმო ვითარებაში დასრულდა
თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ სივრცეებში – „დედაენის ბაღსა“ და ორბელიანის მოედანზე, 21 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, სტუმრებს ყოველდღიურად სხვადასხვა გასართობი აქტივობებით და კონცერტებით ხვდებოდნენ.
წარმოდგენილი იყო როგორც სამეწარმეო მარკეტები, ასევე გასტრონომიული სივრცეები, სანტას სახლი და სახელოსნო, ყინულის საციგურაო მოედანი და ატრაქციონების პარკი.