დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ჩვენი გმირი ჯარისკაცებით გურიის რეგიონში იმყოფებიან
თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა შესაბამისი ტექნიკით პროცესში გუშინ ჩაერთო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანების საფუძველზე.
ჩვენი სამხედროები აქტიურად მუშაობენ კრიტიკულ მიმართულებებზე დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისათვის. მინდა, თავდაცვის ძალების თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ყოველთვის ყველა სიტუაციაში მზად არიან დაიცვან ჩვენი ქვეყანა და თითოეული მოქალაქე.
თავდაცვის ძალების მეთაურთან, ასევე მთავრობის წევრებთან ერთად, ჩართული ვართ პრემიერის მიერ შექმნილი საკოორდინაციო შტაბის მუშაობაში და საგანგებო რეჟიმში განვიხილავთ სტიქიის შედეგებთან გამკლავების გეგმებსა და პრობლემებზე რეაგირების კოორდინაციულ გზებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia





ყველა რეაქცია:
807807
26 კომენტარი
46 გაზიარება
მოწონება
კომენტირება
გაზიარება