დედაქალაქში ერეკლე მეორის ძეგლი გაიხსნა

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ე.წ. სამგორის პარკში, დიდი ქართველი მეფის – ერეკლე მეორის მონუმენტი საზეიმოდ გაიხსნა. პროექტი თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.

ღონისძიებას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც ძეგლის გახსნისას აღნიშნა, რომ მონუმენტი ქვეყნის ისტორიული მეხსიერების, ეროვნული იდენტობისა და მშვიდობიანი მომავლის სიმბოლოს წარმოადგენს:

„საქართველოს გულში, მის დედაქალაქში ერეკლე მეორის ძეგლის აღმართვა არის ერთგვარი გზავნილი მომავალი თაობისთვის, რომ საქართველო მარადიულია თავისი ისტორიით, რწმენით და ღირებულებებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

📍 ძეგლი შეიქმნა ცნობილი მოქანდაკის, მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით, რომლის ნამუშევრებს შორისაა თელავის ცნობილი ქანდაკებაც.

ერეკლე მეორის მონუმენტის განთავსება სამგორის პარკს ახალ კულტურულ და სიმბოლური შინაარსით ავსებს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული სახელმწიფოებრიობისა და ისტორიის მნიშვნელობას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading