მარნეულში ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2004 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ. დააკავეს.

🔹 გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარნეულში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ი.გ.-ს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

🔹 დაჭრილი ახალგაზრდა ამ ეტაპზე სამედიცინო კლინიკაშია მოთავსებული.

🔹 სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

📌 გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება) მიმდინარეობს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading