დედამიწის დღესთან დაკავშირებით გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია გაიმართა

ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის №1 საჯარო სკოლაში ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნების, განახლების, დაცვისა და ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის გამწვანების აქცია მოეწყო და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, მოადგილე ფუად მირზოევმა ასევე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სამირ ხიალოვმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად დარგეს.

საქართველოში დედამიწის დღე, უკვე 35 წელია მრავალფეროვანი გარემოსდაცვითი ღონისძიებებით აღინიშნება. ცნობიერების ზრდასთან ერთად, იზრდება სამოქალაქო საზოგადოების აქტივობა და ჩართულობა.

#გარდაბნისმუნიციპალიტეტისმერია

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading