დაცვის პოლიციის პროფესიული დღე შინაგან საქმეთა სამინისტროში აღინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცვის პოლიციის პროფესიული დღე აღინიშნა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე თეიმურაზ კუპატაძე, დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება თეიმურაზ კუპატაძემ გახსნა, თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. დეპარტამენტის თავმჯდომარემ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.

დაცვის პოლიციის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა და ავტოტექნიკა იქნა წარმოდგენილი.

ღონისძიების დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და დეპარტამენტის თავმჯდომარემ პროფესიონალიზმით გამორჩეული 26 თანამშრომელი დააჯილდოვეს: ორი თანამშრომელი სამინისტროს მედალიონით, ხოლო 24 — მადლობის სიგელით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading