დაურ ისმაილოვი: უშუალო ურთიერთობა მოსახლეობასთან არის მთავარი საყრდენი უკეთესი მომავლისთვის

მარნეულის მერობის კანდიდატი, დაურ ისმაილოვი, სოფელ კასუმლოს მოსახლეობას შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უშუალო ურთიერთობისა და გულწრფელი დიალოგის მნიშვნელობას.

„სოფელ კასუმლოში მოსახლეობასთან შეხვედრამ დამარწმუნა იმაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხალხთან უშუალო ურთიერთობა და გულწრფელი დიალოგი,“ – აღნიშნა ისმაილოვმა.

მისი თქმით, მოსახლეობის მხრიდან გამოხატული ნდობა განსაკუთრებული ფასეულობაა და ამავდროულად დიდ პასუხისმგებლობასაც აკისრებს.

„ნდობა, რომელსაც ვგრძნობ, ჩემთვის ფასეულია და დიდ პასუხიმგებლობას მაკისრებს. ყოველი დღე მაძლევს ახალ სტიმულსა და მოტივაციას. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ჩვენი მუნიციპალიტეტის უკეთესი მომავალი,“ – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

დაურ ისმაილოვი მოსახლეობასთან შეხვედრების გაგრძელებას უახლოეს დღეებში სხვა სოფლებში გეგმავს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading