მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი სოფელ საბირქენდის მოსახლეობას შეხვდა
შეხვედრაზე ადგილობრივებს გააცნეს ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის შიდა გზების მოწყობა. პროექტის ფარგლებში სოფელში 2 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება, რომლის ღირებულება 810 000 ლარს შეადგენს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მერმა შეხვედრაზე მოსახლეობის საჭიროებები მოისმინა და აღნიშნა, რომ უშუალო კომუნიკაცია მნიშვნელოვანია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისთვის და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მისაღებად.