დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები რუსთავის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ

კულტურულ-შემეცნებითი პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებმა არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები და ეთნოგრაფიული მასალები დაათვალიერეს, ქალაქის ისტორიის ამსახველ დოკუმენტაციას გაეცნენ და იმიტირებულ გათხრებში მიიღეს მონაწილეობა.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის მხარდაჭერაა. მსგავს ღონისძიებებს ბენეფიციარებს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო მომავალშიც შესთავაზებს.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading