,,დამოუკიდებლობა – ეს არის საყოველთაო მონაპოვარი და იდეა, რომლის გარშემოც ყველა უნდა ვერთიანდებოდეთ”-საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი: „ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ყველა ქართველს ვუსურვებ ბედნიერ, წარმატებულ მშვიდობიან, გამარჯვებულ ქვეყანაში ცხოვრებას. დამოუკიდებლობა – ეს არის საყოველთაო მონაპოვარი და იდეა, რომლის გარშემოც ყველა უნდა ვერთიანდებოდეთ. ეს არის განსაკუთრებული დღე, რადგან საქართველო, ისევე როგორც ძალიან ბევრი ერი, საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის და ბედნიერები ვართ, რომ გვაქვს ჩვენი, დამოუკიდებელი ქვეყანა. უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია თითოეულ ჩვენგანს, რომ ჩვენი ქვეყანა, მისი დამოუკიდებლობა, მშვიდობა და წინსვლა შევინარჩუნოთ.ეს არის განსაკუთრებული დღე, რადგან საქართველო, ისევე როგორც ძალიან ბევრი ერი, საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის და ბედნიერები ვართ, რომ გვაქვს ჩვენი, დამოუკიდებელი ქვეყანა. უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია თითოეულ ჩვენგანს, რომ ჩვენი ქვეყანა, მისი დამოუკიდებლობა, მშვიდობა და წინსვლა შევინარჩუნოთ.
საქართველოს დამოუკიდებლობა განსაკუთრებული მონაპოვარია, მაგრამ მისი გაფრთხილება და შენარჩუნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ბოლო წლებში წარმატებით გავართვით თავი და შევინარჩუნეთ ჩვენი სუვერენიტეტი – გვაქვს ქვეყანა, რომელსაც დღეს აღიარებენ და რა თქმა უნდა, ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა მიმართულებაში წარმატების ფონზე ეს აღიარება, ეს ცნობადობა კიდევ უფრო გაიზრდება.
ჩვენ დავინახეთ, რომ მრავალი წლის განმავლობაში, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ქვეყანას გააჩნია, დამოუკიდებლობა, უბრალოდ, ფორმალურად, ქაღალდზე ქვეყნის დამოუკიდებლობას არ ნიშნავს – ეს არის სუვერენიტეტი სხვადასხვა მიმართულებით იმისთვის, რომ ღირებულებები, რომლებიც დამოუკიდებლობაშია წარმოდგენილი, შევინარჩუნოთ – მათ შორის, ეს არის ქართველებისთვის მნიშვნელოვანი კულტურული ღირებულება, მემკვიდრეობა, ჩვენი ფასეულობები, რომელსაც დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.
ერთობით, მონდომებით, ერთსულოვნებით შეგვიძლია არამარტო შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, არამედ გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა, საქართველოს აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე. ეს თითოეული ჩვენგანის მიზანია და ჩვენ ამ მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ აუცილებლად ბოლომდე მივაღწევთ.
თითოეული ჩვენგანის მთავარი ამოცანა, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს გაერთიანება, სუვერენიტეტის შენარჩუნება და გამყარებაა, კეთილდღეობა და წინსვლა, სიღარიბის სრულად დაძლევა. ეს არის უმთავრესი მიზნები, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება მუშაობს და საერთო ჯამში ეს ყველაფერი ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს ეროვნულ იდენტობას და თვითშეგნებას კიდევ უფრო გაამყარებს!“
