დაიწყო ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები

საქართველოში ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო. პროცესის მიმდინარეობას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად გაეცნო და მომავალ ექიმებს წარმატება უსურვა.

გამოცდები 28 ივლისს დასრულდება. წელს, ერთიან საკვალიფიკაციო გამოცდებზე 1 592 დიპლომირებული მედიკოსია დარეგისტრირებული. წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მათ შესაძლებლობა ექნებათ რეზიდენტურაში განაგრძონ სწავლება.

საკვალიფიკაციო გამოცდების დასრულების შემდეგ, 29-დან 31 ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები გაიმართება, რომელშიც 1 036 მედიკოსი მიიღებს მონაწილეობას. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ისინი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლებამოსილებას მოიპოვებენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading