დავით შერაზადიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დაარსების 107-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას ქვეყნის საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
„ვულოცავ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებ“, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.
