დავით კარგარეთელი კუმისის მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის კანდიდატმა, დავით კარგარეთელმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კუმისის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა მისი საარჩევნო გუნდი და ადგილობრივი აქტივისტები.

კარგარეთელმა ოფიციალურად წარადგინა მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ბეგლარიშვილი და მოსახლეობას გააცნო როგორც უკვე განხორციელებული, ისე სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები.

„მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, მტკიცედ მწამს, რომ ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერით და ცენტრალური მთავრობის თანადგომით, ყველა სირთულეს წარმატებით დავძლევთ. გარდაბანი აუცილებლად გახდება უფრო განვითარებული და პერსპექტიული მუნიციპალიტეტი,“ — აღნიშნა დავით კარგარეთელმა შეხვედრაზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading