გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის შემდეგ 3 წელი გავიდა

,,2022 წლის 29 ივლისს, გუდაურთან სამაშველო ოპერაციის შესრულებისას, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა 8 ადამიანი — შსს-ს მფრინავები, მაშველები და სასწრაფო დახმარების ექიმები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ სხვების გადარჩენას.”- შინაგან საქმეთა სამინისტრო პატივს მიაგებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას.
🚁 ტრაგედია პარაპლანით ფრენისას კლდეზე ჩავარდნილი ორი ადამიანის დასახმარებლად დაწყებული სამაშველო ოპერაციის დროს მოხდა — სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომელიც სამაშველო ღონისძიებაში იყო ჩართული, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
💔 ვერტმფრენში მყოფი ყველა ადამიანი ადგილზე დაიღუპა:
- ზაზა ლორია – პოლკოვნიკი, მფრინავი
- დიმიტრი ქააძე – მაიორი, ბორტ-ტექნიკოსი
- ლევან ჩოხელი – ვიცე-პოლკოვნიკი, ბორტ-ტექნიკოსი
- ანდრო ქუჯოშვილი – უმცროსი ლეიტენანტი, ბორტ-მექანიკოსი
- გიორგი მარგიანი – მაშველი, უმცროსი ლეიტენანტი
- კახა ტორჩინავა – მაშველი, მაიორი
- გიორგი ვენეცკი – ექიმი
- ქეთევან გულაღაშვილი – უმცროსი ექიმი
🙏 მათი პროფესიონალიზმი, სიმამაცე და თავდადება სამუდამოდ დარჩება საქართველოს მეხსიერებაში.

ეკიპაჟის მეთაური ზაზა ლორია და მფრინავი ანდრო ქუჯოშვილი

ეკიპაჟის წევრები: დიმიტრი ქააძე და ლევან ჩოხელი

მაშველები გიორგი მარგიანი და კახა ტორჩინავა

ექიმები ქეთევან გულაღაშვილი და გიორგი ვენეცკი