გოგონათა ფეხბურთის ჩემპიონატის XVI ტურში „თეთრიწყარომ“ „ელიტა“ დაამარცხა

მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე გოგონათა ფეხბურთის ჩემპიონატის XVI ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც ა(ა)იპ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის გუნდი „თეთრიწყარო“ გუნდ „ელიტას“ დაუპირისპირდა.
მატჩი „თეთრიწყაროს“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. გოლების ავტორები გახდნენ დიანა ბაქრაძე და სალომე არაბული.


შეხვედრას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური, მერის მოადგილე რამაზ გულბანი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და სპორტული ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მატჩის შემდეგ მერმა, მიხეილ აფციაურმა ფეხბურთელ გოგონებსა და მათ მწვრთნელებს გამარჯვება მიულოცა, მადლობა გადაუხადა ღირსეული თამაშისთვის და წარმატებები უსურვა.

