გლდანის, ნაძალადევის, დიდუბისა და ვაკის რაიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 30 ოჯახსგადასცა
„ბოლო წლების განმავლობაში, ასობით მილიონი ლარის ქონება, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზე იყო, კერძო საკუთრებაში გადავიდა. ჩვენ განვაგრძობთ აღნიშნულ პროგრამას, რომელიც მართლაც წარმატებულია. გვინდა, ყველა ის ოჯახი, ადამიანი დავაკმაყოფილოთ, რომელიც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას. აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობთ, დაგეხმარებიან და გეტყვიან, თუ რა დოკუმენტებია შესაგროვებელი იმისთვის, რომ თქვენი საცხოვრებელი ფართების დაკანონება მოხდეს. დღეს სხვადასხვა რაიონში მცხოვრები 30 ოჯახი დავაკმაყოფილეთ. ვულოცავ მათ. რა თქმა უნდა, პროგრამა გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა მსგავსი ოჯახი საცხოვრებლით არ დაკმაყოფილდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
