გერმანულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია 20 გერმანული უნივერსიტეტის რექტორებს, პრეზიდენტებსა და ვიცე-რექტორებს შეხვდა
შეხვედრის ფარგლებში თსუ რექტორმა, ჯაბა სამუშიამ და კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) პრეზიდენტმა კარლ შტოფელმა ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
შეთანხმების მიხედვით საფუძველი ჩაეყრება ერთობლივ საბაკალავრო პროგრამას ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით „მდგრადი ტრანსფორმაციის მენეჯმენტი“ (Sustainable transformation management).
მემორანდუმი შესაძლებლობას იძლევა, რომ უახლოეს მომავალში ამოქმედდეს საბაკალავრო პროგრამა და სტუდენტების პირველი ნაკადიც მიიღოს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University




