გერმანიაში, ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა

გერმანიაში, ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი TF1 INFO ავრცელებს.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აკრძალული პიროტექნიკის გამოყენებას ორი ადამიანი საქსონიაში, თითო კი ბრანდენბურგში, ჰამბურგსა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ემსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებულ ინციდენტებს, ბერლინის ქუჩებში არეულობა მოჰყვა, სამართალდამცველებმა 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, 30 პოლიციელი და 1 მეხანძრე კი დაშავდა.

ახალი წლის ღამეს მომხდარი თავდასხმების შედეგად. სამართალდამცველებმა 400 ადამიანი დააკავეს.

ასობით პოლიციელი დედაქალაქში განათავსეს შემდგომი ძალადობის თავიდან ასაცილებლად.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading