ბედობის ტრადიცია საქართველოში
ბედობის ტრადიცია საქართველოში საუკუნეებს ითვლის. მიუხედავად იმისა, რომ ეს
რელიგიური დღესასწაული არ არის, მიჩნდათ, რომ როგორც შეხვედებოდნენ ამ დღეს,
მთელი წელი ისე გაატარებდნენ. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება! ამ დღეს ოჯახი
მეკვლეს ირჩევდა. ცდილობდნენ, ოჯახიდან არ გასულიყვნენ და თუ ვინმე მეზობელი ან
ნათესავი ისურვებდა “კაი ფეხის” პატრონის სტუმრობას, ასეთ შემთხვევაში, შეეძლოთ
სახლიდან გასვლა და მასთან სტუმრობა.
სტუმრად წასული “მფერხავი” მასპინძელს უნდა სწვეოდა კოხტად გამოწყობილი,
ტკბილეული უნდა მიერთმია ოჯახისთვის და მხიარულ განწყობაზე უნდა ყოფილიყო.
ღვინო და სხვა სასმელი ზომიერად უნდა დაელია და უკან დაუგვიანებლად
გამობრუნებულიყო.
გილოცავთ ახალი, 2025 წლის დადგომას! სიხარული, სიყვარული, წარმატება დაგებედოთ
