გახდება თუ არა საქართველოში ავტობანი ფასიანი?! – საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის შესაძლო ფასიან გზად გადაკეთებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ განიხილება და არ არსებობს.

დეპარტამენტის განმარტებით, რიკოთის მაგისტრალის ან ქვეყნის სხვა საავტომობილო გზების ფასიან რეჟიმში გადაყვანაზე არც მსჯელობა მიმდინარეობს და არც გადაწყვეტილება მიღებულა.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის გზის რეაბილიტაცია დაკავშირებულია მხოლოდ პროექტის დროულად და ხარისხიანად დასრულებასთან და არ უკავშირდება რაიმე ალტერნატიული ან ფასიანი გზების დანიშნულებას.

ამასთან, დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით სარგებლობა ამ ეტაპზე უფასოა და აღნიშნულ პოლიტიკაში ცვლილება არ იგეგმება.

უწყება მედიას მოუწოდებს, ოფიციალური პოზიციის გადამოწმებისა და უწყება მედიას მოუწოდებს, ოფიციალური პოზიციის გადამოწმებისა და ინფორმაციის დაბალანსებულად გაშუქებისკენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading