,,ვალდებულება არ ექნება ადმინისტრაციულ ორგანოს თუ სხვადასხვა დაწესებულებას, „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლები გადაწყვეტილებებში ჩართონ. თუმცა, ეს იქნება მათი უფლებამოსილება,”-მამუკა მდინარაძე

„გადაწყვეტილებებში „ენჯეოების“ სავალდებულო მონაწილეობის გაუქმებას ბევრი თარგმნის, თითქოს „ენჯეოები“ მონაწილეობას აღარ მიიღებენ საერთოდ არც ერთ გადაწყვეტილებაში. არა, ეს ასე არ არის. მე შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ „სავალდებულოა“ ამოვა საკანონმდებლო აქტებიდან. მაგალითად, პირობითად, თუ საქართველოს პარლამენტს აქამდე ევალებოდა, რომ რომელიმე სახის გადაწყვეტილებაში აუცილებლად, უალტერნატივოდ ჩაერთო არასამთავრობო ორგანიზაცია, კანონის მიღების შემდეგ, ეს იქნება მისი არა ვალდებულება, არამედ – უფლებამოსილება.

საქართველოს პარლამენტს, ხალხის მიერ არჩეულ ადამიანებს, შეეძლებათ განსაზღვრონ, მიიღოს ამა თუ იმ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციამ თუ მისმა რომელიმე წარმომადგენელმა თუ – არა. ასე იყო თავის დროზე ფსევდოლიბერალური იდეოლოგიითა და ამ შეხედულებებით ჩასმული, დამატებული ცვლილებები, რომ აუცილებელია „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენელმა მიიღოს მონაწილეობა, ასე აღარ იქნება. ამ ეგიდით ბევრი გადაწყვეტილება მივიღეთ და ასე ვაპირებთ გავაგრძელოთ, რომ სავალდებულობა არ ექნება ადმინისტრაციულ ორგანოს თუ სხვადასხვა დაწესებულებას, „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლები გადაწყვეტილებებში ჩართონ. თუმცა, ეს იქნება მათი უფლებამოსილება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading