გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში სამუშაო ჯგუფები შეიქმნა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფების შექმნის თაობაზე იმსჯელეს.


კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში კომიტეტში ორი სამუშაო ჯგუფი იარსებებს: „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“ და „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებზე ბიზნეს სექტორთან მომუშავე სამუშაო ჯგუფი“.


მისივე თქმით, აღნიშნული ჯგუფები წინა მოწვევის პარლამენტშიც მუშაობდანენ.


ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი ჯგუფი ძირითადად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისაგან შედგება და ისინი კონკრეტულად კომპანია რიჩ მეტალს გრუპის (RMG) საკითხებზე მუშაობენ.


გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებზე ბიზნეს სექტორთან მომუშავე ჯგუფში კი შედიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და კომიტეტის წევრები. ჯგუფი ასევე უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს იმ ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან ამა თუ იმ კანონმდებლობის განხილვით.


კომიტეტმა ორივე ჯგუფის შექმნის საკითხს მხარი დაუჭირა.

საქართველოს პარლამენტი 

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading