გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარის – დავით ჭინჭარაულის ხელმძღვანელობით კომისიის სხდომა ჩატარდა

 სხდომაზე კომისიის წევრებმა, დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით, ბიუროსა და საკრებულოს მორიგ, გეგმიურ სხდომაზე განსახილველად დადებითად გადაწყვიტეს.

 ეს საკითხებია:

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, 31 ერთეულ გარე განათების ქსელში არსებულ საყრდენებზე (ბოძი) ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გატარების მიზნით, საყრდენი წერტილების სს „სილქნეტისთვის“ იჯარის ფორმით გადაცემის შესახებ.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, 432 ერთეულ გარე განათების ქსელში არსებულ საყრდენებზე (ბოძი) ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გატარების მიზნით, საყრდენი წერტილების შ.პ.ს. „სქაიტელის“- სთვის იჯარის ფორმით გადაცემის შესახებ.
3. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 31 იანვრის №1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 31 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი – დავით შინჯიკაშვილი დაესწრო.

 გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading