გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოების საკითხი კომისიის სხდომაზე განიხილეს
24 თებერვალს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სოციალური საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თამარ ხაჩიძის, ხელმძღვანელობით კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და უმრავლესობის ხმათა მიერ დადებითად გადაწყვიტეს ბიუროსა და საკრებულოს გეგმურ სხდომაზე განხილვისთვის.
დაჯილდოების საკითხები შეეხებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენებსა და მათი მწვრთნელებს, მათ შორის: საბა ფურცელაძესა და გოდერძი ჯოხაძეს, ლუკა უსტარაშვილსა და იმედა ფრეწუაშვილს, ლუკა ღუჭაშვილსა და შოთა ფერაშვილს, ლექსო მამადაშვილსა და იმედა ფრეწუაშვილს, მამუკა ბიძინაშვილსა და ირაკლი თარხნიშვილს, გიორგი ჭიკაიძესა და ირაკლი თარხნიშვილს, თემური ორჯონიკიძესა და ირაკლი თარხნიშვილს, ანა ბენდელიანსა და გიორგი გულბანს, სოსო ებილაშვილსა და ბადრი ბედიანაშვილს, ემილ ისმაილოვსა და ვუგარ მამედოვს, გიორგი ქავთარაძისა და გიორგი შინჯიკაშვილს.