ბოლნისის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის კრებები და კონსულტაციები გრძელდება

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თურალ ვალიევი, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი სვანიძესთან, ერთად სოფელ ტანძიის, სენების, ბერთაკარისა და იწრიის მოსახლეობას შეხვდა და სოფლებში არსებულ საჭიროებებს გაეცნო.

მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტული პროექტები მიმდინარე წლის ბოლომდე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხით განხორციელდება.

მოქალაქეებთან შეხვედრებს, ასევე, მერიისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading