გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის განყოფილების საჩუქარი შეჭირვებულ ოჯახებს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის განყოფილებიდან შემოსული კორესპონდენციის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებს, რომელთაც აქვთ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები, საჩუქრად ტელევიზორები გადაეცათ.
ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შესწავლით გამოიკვეთა ტელევიზორის საჭიროება ხუთ ოჯახში.
ვინაიდან მოზარდის სრულფასოვანი განვითარებისათვის შემეცნებით სფეროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მის უზრუნველსაყოფად ტელევიზორი წარმოადგენს ერთ-ერთ საჭირო საშუალებას. ასევე, ის ხელს შეუწყობს ოჯახების ინფორმირებულობას სახელმწიფოში არსებულ სერვისებზე და მათ გამოყენებაზე.
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო“




