განათლების რეფორმის კონცეფცია

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში, სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენების წესი შემუშავდება. რეგულაციის მიზანია სწავლაზე კონცენტრაციის გაზრდა და სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა.

კონცეფციის მიხედვით, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ჯანსაღი კომუნიკაციისა და ქცევის მოდელის ჩამოყალიბებას.

ამასთან, რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია მანდატურების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდა. ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი მხარდაჭერის სერვისებით, რაც უსაფრთხო და მხარდამჭერი სასწავლო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading