განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოში კორეის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან ჰიონ დუ კიმთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
მინისტრის მოადგილემ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე ბაია კვიციანმა მადლობა გადაუხადა კორეის ელჩს საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინოვაციური ICT ინტეგრირებული საკლასო ოთახის პროექტის ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობაზე.
თავის მხრივ, ჰიონ დუ კიმმა პოზიტიურად შეაფასა ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები და ხაზი გაუსვეს სამხრეთ კორეისა და საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებს შორის ორმხრივი კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას.




