„გამანადგურა სააკაშვილის გუნდმა, ე.წ. ჯალათურმა წყობამ გამიპარტახა ოჯახი, ტკბილი, ლამაზი გემრიელი ოჯახი” – მიხეილ ართმელაძე

„გამანადგურა სააკაშვილის გუნდმა, ე.წ. ჯალათურმა წყობამ გამიპარტახა ოჯახი, ტკბილი, ლამაზი გემრიელი ოჯახი. ნულის ტოლფასად ვარ დღეს ქცეული იმათი ვერაგული მოქმედებით,” – განაცხადა მიხეილ ართმელაძემ.

„თქვენ მრავალჯერ აღნიშნეთ, რომ თქვენს საქმეზე სამი ინსტანციის გადაწყვეტილება არსებობს, რომელიც ამბობს, რომ მაშინდელი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, დათა ახალაია, ასევე მისი ხელქვეითი გიორგი დგებუაძე, მეტსახელად “მასტერა”, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი მონაწილეობდნენ უშუალოდ თქვენი და სხვისი შვილების, უდანაშაულო ახალგაზრდების, სტუდენტების, ჩვენი ქვეყნის მომავლის ქუჩაში დახოცვაში. უშიშროების სამსახური რომ ებარა, იმ კაცმა და სხვა მაღალჩინოსნებმა, ვინც ჩამოვთვალეთ, არამხოლოდ მოკლეს, არამედ, ამას ჰქონდა საკონტროლო გასროლების ფორმა – ეს გააკეთეს, ეს არის განაჩენებში.” – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading