ბუტას მამიდას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე დაემუქრა და მისი დაჭერა სცადა -ია მეტრეველი
„როდესაც ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ დაკავებულიაო ბანდიტების ჯგუფიო, საბანდიტოდ, საყაჩაღოდ მიდიოდნენ და ერთ-ერთი ბანდიტი ლიკვიდირებულიაო, ბუტას მამიდამ დარეკა დონაძის აპარატში და უთხრა, ესეთ ტყუილს რატომ ავრცელებთ და ხალხს რატომ ეუბნებით ესეთ რამესო. ახლა გაჩვენებ შენო – თვითონ დონაძემ უთხრა. ხუთ წუთში დაუწყეს ბრახუნი კარებზე, ახლა ნახავთ რას გიზავთო, აუვარდნენ და ახლა რომ შენ დაგიჭერთო ნახავო. უნდოდათ მამიდის დაჭერა წარმოიდგინეთ და მეზობლებს გადაურეკა ბუტას მამიდამ და მთელი სამეზობლო გამოვარდა და ვეღარ მოახერხეს მისი წაყვანა და დაჭერა. რა დონეზე ბედავდნენ წარმოიდგინეთ“, – განაცხადა ია მეტრეველმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთი მთავარ თემად ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობა განიხილება.