ბოლნისში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა

ბოლნისის ისტორიულ გერმანულ უბანში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი უკვე მეოთხედ გაიმართა. ღონისძიებამ სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მეღვინეებსა და ღვინის მოყვარულებს უმასპინძლა. ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ უნიკალურ ღვინოებს და დაეგემოვნებინათ ქართველი მეღვინეების საუკეთესო ნიმუშები.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონკურსი იყო, რომელშიც წარმოდგენილ ღვინოებს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ღვინის ექსპერტები და სომელიეები აფასებდნენ.

ფესტივალის დასკვნით ნაწილში საზეიმოდ გამოვლინდა ოქროს მედლის მფლობელი ღვინოები. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულთა შორის შერჩეულ 11 ოქროსმედალოსან ღვინოს ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი წელსაც წარადგენს იტალიაში, მერანოს ღვინის ფესტივალზე.

ფესტივალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, მოადგილეებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძე,საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მოადგილეები: იოსებ ალიბეგაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა კობახიძე, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, კახეთში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, პარლამენტის წევრები ზაურ დარგალი და სამველ მანუკიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერები , საკრებულოს თავმჯდომარეები, ადგილობრივი თვითმმართველობის, კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლები და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი.

ფესტივალის მუსიკალურ გაფორმებაზე ზრუნავდნენ კვარტეტი ჩვენი ბიჭები და , ქართული ცეკვის ანსამბლი არტ ლაბორატორია. საღამო ჯგუფ მგზავრების კონცერტით დასრულდა.

ფესტივალის მიზანია ადგილწარმოშობის ოფიციალური ნიშნის პოპულარიზაცია, ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა და მეღვინეთა მხარდაჭერა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading