ბოლნისში გიორგი მარგიანის ხსოვნას პატივი მიაგეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ტანძიაში გუდაურთან ტრაგიკულად დაღუპული გმირის, გიორგი მარგიანის, საფლავი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

გიორგი მარგიანი 2022 წლის 29 ივლისს, გუდაურთან სამაშველო ოპერაციისას, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაიღუპა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მსახურობდა და დაჯილდოებულია სამინისტროს I ხარისხის მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading