ბოლნისში „ბოლო ზარის“ ღონისძიებები გაიმართა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, გიორგი გასვიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან ერთად ქალაქ ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის N1 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარის“ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო წელი დასრულდა. წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლა 453-მა ახალგაზრდამ დაამთავრა. კურსდამთავრებულებმა სკოლის დასრულება სპეციალურად ამ დღისათვის მომზადებული კულტურული ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიებას მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ასევე, ესწრებოდა ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძე.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს, პედაგოგებს კი გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.