დმანისის მერმა კობა მურადაშვილმა და საკერბულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტის მე-12 კლასელებს სკოლის დასრულება მიულოცეს

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ მაია ხმალაძესთან ერთად, მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა და მერიის სახელით სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური დღეა, სრულიად ახალ, საინტერესო ეტაპზე გადადიხართ. გვჯერა, რომ ის ცოდნა, რომელიც სკოლაში შეიძინეთ, გახდება მყარი საფუძველი თქვენი მომავალი წარმატებებისთვის,“ – აღნიშნულია კობა მურადაშვილის განცხადებაში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading