ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე მშობლიურ სკოლაში „ბოლო ზარის“ ღონისძიებას დაესწრო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, საკრებულოს წევრებთან და აპარატის უფროსთან ერთად, მშობლიურ, ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში გამართულ „ბოლო ზარის“ ღონისძიებას დაესწრო და მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა.
საკრებულოს თავმჯდომარემ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა, ასევე აღნიშნა, რომ მშობლიურ სკოლაში დაბრუნება მისთვის ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციასთან არის დაკავშირებული.
„განსაკუთრებული ემოციაა, როცა ისევ იმ გარემოში ბრუნდები, სადაც ყველაზე ლამაზი წლები გაქვს გატარებული. დღეს კი უკვე ახალი თაობა ემშვიდობება სკოლას და ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს. ამ სკოლის კედლებს საოცარი ენერგია და მოგონებები აქვს.ჩემთვის, დიდი სიამაყეა ჩვენი ახალგაზრდების ყურება. მინდა თითოეულ კურსდამთავრებულს ვუსურვო დიდი წარმატება ცხოვრების ახალ, საინტერესო გზაზე!“ – აღნიშნა გიორგი სვანიძემ.