ბოლნისში ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა შობის წირვა აღავლინა

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.

ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში საშობაო წირვა-ლოცვა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.

საშობაო წირვას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით შერაზადიშვილი (ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი), საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მრევლმა პატარ-პატარა საჩუქრები მიიღო და საშობაო ნუგეშის დალოცვა მიიღო.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading