ბოლნისში ბავშვებისა და ოჯახების საჭიროებების შეფასების სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბავშვისა და ოჯახის შეფასების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე მერიის სოციალური სამსახურის მულტიდისციპლინურმა გუნდმა წარმოადგინა კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც დეტალურად განიხილეს და საჭიროებების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
მერის გადაწყვეტილებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, შეჭირვებულ ბავშვიან ოჯახებს ერთჯერად მატერიალურ დახმარებას გაუწევს.