თბილისში უკანონი იარაღით გადაადგილების ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარმა სამმართველომ ორი მამაკაცი – 1984 წელს დაბადებული ვ.გ. და 1969 წელს დაბადებული კ.ს. – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.
პოლიციამ ბრალდებულები ავტომობილებით გადაადგილებისას სხვადასხვა დროს შეაჩერა და ჩხრეკის შედეგად ამოიღო უკანონო იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.