ბოლნისის მუნიციპალიტეტში 10 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ რამდენიმე სოფელში გარკვეული პრობლემები შექმნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ვალენტინა ნავერიანი და თურალ ვალიევი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან გიორგი გასვიანთან და ზარალის დამთვლელი კომისიის წევრებთან ერთად დაზარალებულ სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნენ.
სოფელ დისველსა და მამხუტში ძლიერი სეტყვის შედეგად განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სოფელ დისველში, აგრეთვე, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი, საკარმიდამო ნაკვეთები, ნათესები და ბოსტნეული კულტურები.


უხვი ნალექის გამო გზები ჩაიხერგა ხატისოფელში, ქვემო ბოლნისსა და სოფელ ბოლნისში, ასევე, დარბაზისა და აკაურთის თემის 12 სოფელში. გაწმენდითი სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ჩართულობით დილიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის დასადგენად შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც დეტალურად აღწერს და შეისწავლის სტიქიის შედეგებს, რათა დროულად მოხდეს ზიანის დადგენა.

