ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც 30 იანვრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი განიხილეს
სხდომაზე ბიუროს წევრებმა იმსჯელეს რიგგარეშე სხდომაზე გასატანი საკითხების მნიშვნელობაზე, განსაზღვრეს მათი განხილვის თანმიმდევრობა და ყურადღება გაამახვილეს გადაწყვეტილებების დროულად და ეფექტიანად მიღების აუცილებლობაზე, რაც მუნიციპალიტეტის ინტერესებს ემსახურება.