რეგიონული განვითარების სამინისტროში ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსურ მართვაზე იმსჯელეს
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულებთან ერთად, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციას შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ფინანსური მართვის რეფორმის ფარგლებში საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) დანერგვაზე, ფინანსური ანგარიშგებისა და აქტივების ეფექტიანი მართვის მიმართულებებზე.