ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოსახლეობას ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრიდან მიულოცა
მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა ჩატარდა. წირვა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა გობეჯიშვილი მრევლთან ერთად დაესწრო.




