ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლება 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 36 წელი გავიდა

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, პაპუნა მუშკუდიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა თეოდორემ მემორიალთან გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. ასევე, ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივებისა და შემსრულებლების მონაწილეობით 9 აპრილის მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ 1989 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან ორ წელში, 1991 წლის 9 აპრილს, 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია/ Bolnisi Municipality City Hall

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading