,,ოპოზიცია არის სავალალო მდგომარეობაში და მათი ყოველდღიური განცხადებები, მათი ქმედებები, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ უტყუარ ფაქტს, რომ როგორც რეიტინგულად, როგორც ნდობის, ისე პოტენციურად, რადიკალურ ოპოზიციას საქართველოში არანაირი პერსპექტივა არ აქვს”-დავით მათიკაშვილი


,,ისინი ერთმანეთს აბრალებენ ხელმოცარულობას, რომელიც აბსოლუტურად ყველა მათგანის დამსახურებაა, პირველ რიგში იმ ბრძანებების და განკარგულებების შესრულების ჭრილში, რომელსაც ისინი იღებდნენ და დღესაც იღებენ ქვეყნის ფარგლებს გარედან, ასრულებენ რა ჩვეულებრივად აგენტურის ფუნქციას საქართველოში. ამიტომ, სინი იმოქმედებენ ზუსტად ისე, როგორ დავალებასაც მისცემენ “დიფ სთეითის” კონკრეტული წყაროები.

მათი მხრიდან არჩევნებზე უარის თქმა იქნება კიდევ ერთი მკაფიო დასტური, რომ პოლიტიკურ სარბიელზე მათი შიშები არის ძალიან აშკარა, რადგან, მკაფიოდ და ცალსახად, კვლავაც გამოჩნდება, თუ როგორი უსუსური, ყოველგვარი პოლიტიკური პერსპექტივის არმქონე და რეიტინგულად განულებული რადიკალური ოპოზიცია ჰყავს ჩვენს ქვეყანას.” – განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading