ბოლნისელი სტუდენტებისთვის ფულადი სტიპენდიის პროგრამა იწყება! 🎓
სტუდენტთა საყურადღებოდ!
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს სახელმწიფო აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის საბაკალავრო, მაგისტრატურის, რეზიდენტურისა და დოქტორანტურის პროგრამების წარჩინებული და სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტების ყოველთვიური ფულადი წახალისების პროგრამას.
მერია სტუდენტურ სტიპენდიას გასცემს შემდეგ კატეგორიებზე:
• ობოლი სტუდენტები და სტუდენტები მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან;
• სტუდენტები იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
• სტუდენტები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან;
• სტუდენტები მრავალშვილიანი ოჯახებიდან (სამი და მეტი შვილი);
• სტუდენტები ოჯახებიდან, რომელშიც ორი ან მეტი სტუდენტია;
• შშმ სტუდენტები.
გთხოვთ, შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინოთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილებაში. ფულადი წახალისებისა და დახმარების პროგრამაში სტუდენტი ჩაერთვება დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ორიგინალის სახით, ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ მიიღება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სასწავლებლიდან ცნობა გაცემული უნდა იყოს სწავლის დაწყების შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება.
სტუდენტური სტიპენდიები გაიცემა 1-ელი მარტიდან 1-ელ აგვისტომდე.
წყარო: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია