ბაიდენის ადმინისტრაცია ჩემს კომპანიაზე ზეწოლას ახდენდა, რათა ვაქცინების გვერდითი მოვლენების შესახებ კონტენტი წაგვეშალა-მარკ ცუკერბერგი
„ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, როდესაც ისინი ცდილობდნენ [კოვიდ] ვაქცინის პროგრამის გაშვებას, ისინი ასევე ცდილობდნენ ცენზურა დაეწესებინათ ნებისმიერზე, ვინც ამის წინააღმდეგ გამოდიოდა.
ისინი გვაიძულებდნენ წაგვეშალა ის, რაც იყო სიმართლე. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ „ყველაფერი, რაც შეიცავს გზავნილს იმის შესახებ, რომ ვაქცინებს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, უნდა წაშალოთ“, –განაცხადა კომპანია Meta-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა ჯო როგანთან პოდკასტში.