მეგან მარკლი და პრინცი ჰარი კალიფორნიაში ჩავიდნენ
სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია კალიფორნიის ქალაქ პასადენაში ჩავიდნენ, სადაც ხანძრის გამო ლოს-ანჯელესიდან ევაკუირებულ ადამიანებს საკვები დაურიგეს, – იუწყება SkyNews-ი.
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ასევე შეხვდნენ ქალაქის მერს და მეხანძრეებს, რომლებსაც პირადად გადაუხადეს მადლობა იმ მძიმე სამუშაოსთვის, რომელსაც ისინი ასრულებენ.