ბათუმში ინტერპოლით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული შ.გ. ბათუმში დააკავეს.
შ.გ. თურქეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო წარმოება-ვაჭრობის ბრალდებით იძებნებოდა.
ამ დროისთვის მის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.