ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი დააკავეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და უკანონო მოხმარების ფაქტებზე.

დაკავებულები არიან:

  • თ.კ., 1994 წელს დაბადებული;
  • ლ.ბ., 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი.

📌 სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულების პირადი ჩხრეკის, ასევე მათი საცხოვრებელი ბინისა და ავტომობილის დათვალიერებისას, ამოიღეს:

  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება – “მეთადონი”;
  • ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისათვის საჭირო ნივთები, მათ შორის ელექტრო სასწორები.

📍 გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 273-ე მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading