თბილისიმარათონში მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

თბილისში რიგით მე-14 “თბილისიმარათონი” გაიმართა, რომელსაც 3500 რეგისტრირებული მრბოლელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და 500 ბავშვი მონაწილეობდა. ეს მარათონის არსებობის ისტორიაში მონაწილეთა რეკორდული რაოდენობაა.

ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. მარათონს ესწრებოდა სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, რომელმაც გამარჯვებულ მორბენლებს ჯილდოები გადასცა.

📍 “თბილისიმარათონი” სამ ძირითად გარბენს მოიცავდა:

  • ნახევარმარათონი -21.097 კმ
  • 10 კმ გარბენი
  • ბავშვთა გარბენი:
    • 5-11 წლის ასაკის კატეგორია – 500 მ
    • 12-15 წლის ასაკის კატეგორია – 1 კმ

📌 მარათონის მიზანია:

  • ქველმოქმედების ხელშეწყობა
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია
  • სპორტული ტურიზმის განვითარება

ღონისძიება კომპანია „ჰანიველ ცემენტის“ ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading